COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე მეტი - 416 ახალი შემთხვევა ისევ აჭარაში დადასტურდა.

"აჭარაში არის 416 ახალი შემთხვევა. ბევრია. თბილისში ცოტა იმატებს - 72 შემთხვევაა, იმერეთში - 44, სამეგრელო-ზემო სვანეთში გახლავთ 23 ახლი შემთხვევა, ქვემო ქართლში არის-10, გურიაში გახლავთ - 8, სამცხე-ჯავახეთში გახლავთ 3 ახალი შემთხვევა, კახეთში -1 და შიდა ქართლიც 1 ახალი შემთხვევა" - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

5 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 40 შემთხვევაა დადასტურებული.
| Print |