COVID19
ახალქალაქსა და ადიგენში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ერთი ადიგენის, ორი კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

სამივე პირი ინფიცირებულებთან პირდაპირ კონტაქტში მყოფია. მოკვლეულია მათთან ახლო კონტაქტში მყოფი 10-მდე მოქალაქე, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კონტაქტების მოძიება კიდევ მიმდინარეობს.

ხუთი ოქტომბრის მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა40-მდე გაიზარდა.

თვითიზოლაციაში იმყოფება 285 ადამიანი, აქედან 90 ადიგენის მუნიციპალიტეტში, 98 ნინოწმინდაში, 44 ასპინძაში, 40 ახალქალაქში, 6 ახალციხესა და 7 ბორჯომში.

რაც შეეხება კარანტინში მყოფთა რაოდენობას - ასეთი სულ 195-ია. აქედან 7 ახალციხის საკარანტინე სივრცეშია, დანარცენი 188 კი ბაკურიანში.

| Print |