COVID19
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 58-მდე გაიზარდა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 58-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 549 პირს დაუდასტურდა. გამოჯამრთელებულია 268 პირი.
| Print |