COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე მეტი - 348 ახალი შემთხვევა ისევ აჭარაში დადასტურდა. დღიური შემთხვევები გაიზარდა თბილისში და დღეს დედაქალაქში 99 ახალი პაციენტია ინფიცირებული. 

„აჭარა კვლავ ლიდერია, თუმცა ცოტა შემცირდა, 348 ახალი შემთხვევა გვაქვს, თბილისში ცოტა მოიმატა და 99 ახალი შემთხვევა გვაქვს, იმერეთში - 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში-19, მცხეთა-მთიანეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში-1, გურიასა და კახეთში - 3-3 შემთხვევაა, შიდა-ქართლში - 4, ქვემო-ქართლში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 1“,- განაცხადა მარინ ენდელაძემ.

6 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 41 შემთხვევაა დადასტურებული.
| Print |