COVID19
კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაბა ადიგენში გამოვლინდა
კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაბა ადიგენის მაცხოვრებელს დაუდასტურდა. სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, ახალი ინფიცირებული წინა შემთხვევის პირდაპირი კონტაქტია. გიორგი მელიქიძის თქმით, 6 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 41 შემთხვევაა დადასტურებული.

რაც შეეხება საკარანტინე სივრცეში მყოფ ადამიანებს, რეგიონის მასშტაბით 115 პირიდან სამი ახალციხის, ხოლო დანარჩენი 112 - ბაკურიანის საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული. თვითიზოლაციაში 289 პიროვნებაა, მათ შორის 76 - ადიგენის მაცხოვრებელია, 43 - ასპინძის მუნიციპალიტეტის, 75 - ახალქალაქის, 81 - ნინოწმინდის. ,ახალციხესა და ბორჯომში თვითიზოლაციის რეკომენდაცია შვიდ-შვიდი პირს აქვს.


| Print |