COVID19
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებული განიკურნა
სამცხე–ჯავახეთში პირველი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ დღეს, 6 ოქტომბერს სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა განაცხადა. გიორგი მიქელაძის თქმით, განკურნებული პირველი ინფიცირებული პირია, რომელსაც თვითიზოლაციის ვადა გაუვიდა და კოვიდინფექციაზე ტესტმა კვლავ უარყოფითი შედეგი აჩვენა. შესაბამისად, პიროვნება განკურნებულად ჩაითვალა.

"დღეს დაფიქსირდა პირველი გამოჯანმრთელება ჩვენს რეგიონში. პირველი ინფიცირებული ვინც გვყავდა, მას უკვე გაუვიდა ის ათდღიანი მკურნალობის შემდგომი თვითიზოლაციის პერიოდიც და უკვე ითვლება გამოჯანმრთელებულად" – განაცხადა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა.

კორონავირუსი პირველად ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლაში მცხოვრებ მამაკაცს 19 სექტემბერს დაუდასტურდა. მამაკაცი ბათუმში ქორწლში იმყოფებოდა.

6 ოქტემბრის მდგომარეობით სამცხე–ჯავახეთში კოვიდინფექციის 41 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 1 გამოჯანმრთელებულია.
| Print |