COVID19
საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9753-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გგამოჯანმრთელდა კიდევ 348 პაციენტი და საერთო რაოდენობა 5235-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5655 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 62 ადამიანი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
| Print |