COVID19
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად, ქვეყანაში COVID 19-ის დაფიქსირებიდან დღემდე მათი რაოდენობა 62-მდე გაიზარდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების 4 შემთხვევიდან 2 - აჭარაში, ერთი თერჯოლაში და ერთი - თბილისში დაფიქსირდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტები ასაკოვანი იყვნენ და კორონავირუსთან ერთად, თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

„4 გარდაცვლილია, მათ შორის 2 არის აჭარაში - 70 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალი, თანმხლები დაავადებებით. მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ერთი გახლავთ 88 წლის ქალი, რომელიც თერჯოლაში გარდაიცვალა. ასევე თბილისში გარდაიცვალა 83 წლის კაცი “ - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 508 პირს დაუდასტურდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 9753-ს შეადგენს.
| Print |