COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა
საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 10 225-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 318 პაციენტი და საერთო რაოდენობა 5553-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 338-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 66 ადამიანი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
| Print |