COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე მეტი - 230 ახალი შემთხვევა ისევ აჭარაში დადასტურდა. დღიური შემთხვევები გაიზარდა თბილისში და დღეს დედაქალაქში 134 ახალი პაციენტია ინფიცირებული. იმერეთში 68 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში 8-8 ინფიცირებულია, შიდა ქართლში 6, ხოლო კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში 5-5 ახალი პაციენტია.

8 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 49 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.


| Print |