COVID19
ქალაქში პირველი ინფიცირებული 60 წლამდე მამაკაცია
ქალაქ ახალციხეში პირველი ინფიცირებული 60 წლამდე მამაკაცია, რომელსაც დაახლოებით, ორი წელია ქრონიკული დაავადება აწუხებს. კოვიდპაციენტის მეზობლების თქმით, მას ფილტვების პრობლემები აქვს.

მამაკაცი ახალციხის კლინიკა იმედში ორი დღის წინ, მდგომარეობის დამძიმების გამო შეიყვანეს, ტესტირების შემდეგ კი გაირკვა, რომ კოვიდდადებითია. პაციენტი თბილისში, კოვიდკლინიკაშია გადაყვანილი. მამაკაცის ოჯახის წევრები კი კარანტინში.

| Print |