საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 10 752-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 313 პაციენტი და საერთო რაოდენობა 5866-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 338-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 72 ადამიანი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.