COVID19
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად, ქვეყანაში COVID 19-ის დაფიქსირებიდან დღემდე მათი რაოდენობა 72-მდე გაიზარდა. 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 6-ვე პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

მისივე თქმით, პაციენტების მდგომარეობიდან გამოყვანა, სხვადასხვა ღონისძიების გატარების მიუხედავად, ვერ მოხერხდა.

ამჟამად საერთო რაოდენობა გარდაცვლილთა გახლავთ 72. გუშინ გარდაიცვალა 6 პაციენტი. აქედან 1 პაციენტი გარდაიცვალა გორში - 58 წლის ქალი თანმხლები დაავადებებით, ბათუმში გარდაიცვალა 68 წლის პაციენტი, რომელსაც ასევე ჰქონდა თანმხლები დაავადებები, ქობულეთში გარდაიცვალა 2 პაციენტი - 55 და 61 წლის ქალები და ქუთაისში გარდაიცვალა 81 წლის ქალბატონი. ყველა ამ პაციენტს ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია და შესაბამისად, მათი გამოყვანა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.


რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 527 პირს დაუდასტურდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 10 752-ს შეადგენს.

| Print |