COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ აჭარაშია, თუმცა რაოდენობამ იკლო და ამ რეგიონში მხოლოდ 190 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა თბილისში და დღეს დედაქალაქში 179 ახალი პაციენტია ინფიცირებული.

„საბედნიეროდ, აჭარაში შემცირდა რაოდენობა -190 პაციენტია, თუმცა, სამწუხაროდ თბილისში მოიმატა - 179 ახალი შემთხვევა გვაქვს. გარდა ამისა, იმერეთშია - 91, ქვემო ქართლში - 28, შიდა ქართლში - 10 პაციენტია, კახეთში - 11, მცხეთა-მთიანეთში - 3, გურიაში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 1 შემთხვევა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

9 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 51 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო ორი თვითიზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ ჩაითვლება განკურნებულად.

| Print |