COVID19
კორონავირუსით ინფიცირების 1 შემთხვევა ნინოწმინდაში დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. COVID-19 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელს დაუდასტურდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, ინფიცირებული კონტაქტში იმყოფებოდა covid19-ით დაავადებულ პირთან, რომელსაც ვირუსი ახალქალაქში დაუდასტურდა. ამის გამო, ინფიცირებული ოჯახთან ერთად, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ანალიზის შემდეგ კი გაირკვა, რომ შუა ხნის პირი ვირუსის მატარებელია.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 51-ს შეადგენს.

| Print |