253 გამოჯანმრთელებული, 6 გარდაცვლილი - ერთი დღის კოვიდსტატისტიკა საქართველოში
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 253 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 6 119 -ს შეადგენს.
ამასთან, კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 78-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში კი საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.