COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთში გამოკვლეული 112 ნიმუშიდან, 111 უარყოფითი აღმოჩნდა. რეგიონში კორონავირუსის ერთი შემთხვევა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის თქმით, ინფიცირების წყარო უცნობია. 

გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, კარანტინში 223 პირი იმყოფება. აქედან ორი ახალციხეში, ხოლო ბაკურიანში 221 ადამიანია.

რეგიონში თვითიზოლაციაში 184 პირი იმყოფება. Ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან - 84, Ადიგენის მუნიციპალიტეტიდან - 19, ახალციხის მუნიციპალიტეტიდან - 8, Ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან - 1, Ასპინძის მუნიციპალიტეტიდან - 7, Ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან კი - 65 პირი.

ამასთან, ადიგგენში ექვსი პირია გამოჯანმრთელებული.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, COVID-19-ის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 222 აჭარაში გამოვლინდა, 137 კი თბილისში. იმერეთში - 99, ქვემო ქართლი - 31, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში - 10-10 ახალი შემთხვევა დადასტურდა, შიდა ქართლში - 7, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 5, კახეთში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 1, ასევე დაფიქსირდა ოთხი იმპორტირებული შემთხვევა.
| Print |