COVID19
ქალაქ ახალციხეში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

 

COVID19-ის ორი შემთხვევა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბოლო 24 საათში დაფიქსირდა, ქალაქ ახალციხეში პირველი ინფიცირებულის კონტაქტებია. ვირუსი მამაკაცთან შემხებლობაში მყოფ პირებს დაუდასტურდათ.

სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის გიორგი მიქელაძის თქმით, გუშინ რეგიონის მასშტაბით, 11 პირის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, აქედან მხოლოდ ორი იყო დადებითი.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 54-ს შეადგენს. აქედან გამოჯანმრთელდა ექვსი პირი.

| Print |