COVID19
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად, ქვეყანაში COVID 19-ის დაფიქსირებიდან დღემდე მათი რაოდენობა 91-მდე გაიზარდა. 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 6 პაციენტიდან, 3 აჭარაში გარდაიცვალა, 1 - საჩხერეში, 2 კი თბილისში.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 478 პირს დაუდასტურდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 12 272-ს შეადგენს.
| Print |