COVID19
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 93-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 6
ადამიანს შეადგენდა.

რაც შეეხება ინფიცირების დღიურ მაჩვენებელს გამოვლენილია 478 ახალი შემთხვევა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 211 პაციენტი.
| Print |