COVID19
ექიმი, რომელსაც COVID 19 დაუდასტურდა, ახალციხის ორ კლინიკაში მუშაობს
ახალციხეში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია "მეცხრე არხს" კლინიკა "ევექსის" მენეჯერმა დაუდასტურა. რეზო კუჭუხიძის თქმით, მამაკაცს, ისევე როგორც ყველა სხვა ექიმს, კორონავირუსზე ტესტი სისტემატიურად უტარდებოდა. იგი ქალაქის ორ სამედიცინო დაწესებულებაში "ევექსსა" და კლინიკა "იმედში" მუშაობს. შესაბამისად მას ორივე კლინიკაში იკვლევდნენ. 11 ოქტომბერს "იმედში" აღებული ანალიზის პასუხი დღეს მივიდა, რომლის მიხედვითაც მამაკაცი კოვიდდადებითი აღმოჩნდა.

"5 ოქტობერს "ევექსში" ჩაუტარდა ტესტი, პასუხი უარყოფითი იყო. გუშინ აიღო "იმედში" და დღეს უთხრეს, რომ დადებითი პასუხი მოვიდა. აქ ახალი მოსული იყო, რომ დაურეკეს მაშინვე გაბრუნდა" – ამბობს რეზო კუჭუხიძე.

ამ დროის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის უკვე 59 შემთხვევაა დადასტურებული.


| Print |