COVID19
კორონავირუსმა ძალა დაკარგა, პანდემია დასრულდება - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსმა გარკვეულწილად ძალა დაკარგა. მისი თქმით, ბოლო დროს ინფიცირებულთა ასაკი გაახალგაზრდავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა პაციენტებთან დაავადებას მარტივი მიმდინარეობა ექნება.

კულუმბეგოვის თქმით, ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ კორონაპანდემია აუცილებლად დამთავრდება.

,,ინფექციამ გარკვეულწილად თავისი ძალა ანუ ვირულენტულობა დაკარგა. ინფექციის აქტიური შემთხვევები მთელს მსოფლიოში 8 მილიონს ითვლის. 29 მილიონი იყო მთლიანად დაავადებული, რაც ლაბორატორიულად დაადასტურეს მსოფლიოს ქვეყნებმა, მაგრამ აქტიური ახლა არის 8 მილიონი. ამ 8 მილიონი ადამიანიდან, პროცენტული წილი გაიზარდა, 20-30-40-50 წლის ადამიანებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ამ ასაკის ადამიანებში მარტივად მიმდინარეობს.

ზოგადად ვირუსს ახასიათებს, რომ არ უნდა დაიღუპოს და გაქრეს, ამიტომ ის ყოველთვის ცდილობს, მასპინძელთან მოძებნოს წონასწორობა, იტრიალოს ადამიანიდან ადამიანში, მაგრამ მასპინძელი არ გარდაიცვალოს, რადგან მისი სიცოცხლეც იქ დამთავრდება, ასე რომ, ეს არის ლოგიკური გაგრძელება, მსოფლიო ისტორიულმა პანდემიებმა აჩვენა და ეს პანდემიაც აუცილებლად დამთავრდება. ალბათ მომავალი წელი იქნება გარდამტეხი. ჯერჯერობით ჩვენი ქვეყანა მიდის სწორი გზით“,
-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

წყარო: report.ge
Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 17 °C
img
ახალქალაქი 15 °C
img
ასპინძა 21 °C
img
ადიგენი 20 °C
img
ბორჯომი 18 °C
img
თბილისი 17 °C
img
აბასთუმანი 16 °C
img
ბაკურიანი 12 °C
img
ნინოწმინდა 15 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.8158
RUB
RUB
100
4.2209
TRY
TRY
1
0.4004
USD
USD
1
3.2285
AMD
AMD
1000
6.5427
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.