COVID19
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 102-მდე გაიზარდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 9 პაციენტიდან 5 აჭარაში მკურნალობდა.
„ყველა იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე. 5 არის აჭარიდან, სხვა მონაცემები ჯერჯერობით არ ვიცი, სად გარდაიცვალნენ" - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
რაც შეეხება ინფიცირების დღიურ მაჩვენებელს გამოვლენილია 569 ახალი შემთხვევა.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 329 პაციენტი.
გააზიარეთ :