COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე მეტი -207 ახალი შემთხვევა ისევ აჭარაშია დადასტურებული. კოვიდინფიცირების 168 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.

„აჭარაში 207დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, თბილისში - 168, იმერეთში - 117 შემთხვევა დადასტურდა, გურიაში - 8, მცხეთა-მთიანეთში და კახეთში 5-5 შემთხვევა გვაქვს , სამეგრელო და ზემო სვანეთში - 24, ქვემო ქართლში - 7, შიდა ქართლში - 25 და სამცხე-ჯავახეთში - 3“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

13 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 61 შემთხვევაა დადასტურებული.
| Print |