COVID19
სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირებული COVID 19-ის ახალი შემთხვევების წყარო უცნობია
კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა - ახალციხეში, ხოლო 1 - ახალქალაქში დაფიქსირდა. სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, ინფიცირებული პაციენტების წყარო უცნობია. გიორგი მიქელაძის თქმით, ახალციხეში ვირუსი ექიმსა და ექთანს დაუფიქსირდა. მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა.

ექიმი, რომელსაც კორონავირუსი 12 ოქტომბერს დაუდასტურდა, ახალციხის ორ კლინიკაში "ევექსსა" და "იმედში" მუშაობს. 

13 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში COVID 19-ის 61 შემთხვევაა დაფიქსირებული.

| Print |