საქართველოში კორონავირუსი კიდევ 680 პირს დაუდასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13 521-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 292 პაციენტი და საერთო რაოდენობა 7 159-ია.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 792 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 042-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 109 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.