COVID19
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 109-მდე გაიზარდა
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 109-მდე გაიზარდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, გარდაცვლილია 4 ქალი და სამი მამაკაცი, რომლებსაც კორონავირუსთან ერთად, თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.

გარდაცვლილების საერთო რაოდენობა არის 109. გუშინ გარდაიცვალა 7 პაციენტი აჭარასა და თბილისში. ამ პაციენტების ასაკობრივი განაწილება არის 66 წლიდან 90 წლამდე, აქედან 4 ქალი და სამი კაცია. სხვა მონაცემები არ მაქვს. ძირითადად ამ პაციენტების გარდაცვალების მიზეზი თანმხლები დაავადების გართულება იყო“,-განაცხადა ენდელაძემ.


დღეს, 14 ოქტომბერს კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულია 292 პირი.
| Print |