COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე მეტი - 297 ახალი შემთხვევა ამჯერად თბილისში დაფიქსირდა. კოვიდინფიცირების 189 შემთხვევა აჭარაშია დადასტურებული. იმერეთში 150 ახალი შემთხვევაა, შიდა ქართლში - 12, ქვემო ქართლში 11, მცხეთა-მთიანეთში - 9 ახალი პაციენტია, გურიაში - 6, სამეგრელო-ზემო სვანეთში 3 ახალი შემთხვევა დაფიქსრიდა, კახეთში - 2 და სამცხე -ჯავახეთში - 1.

როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში შემთხვევები მომატებულია და ახალი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობის 44%-ს შეადგენს.

14 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 62 შემთხვევაა დაფიქსირებული.
| Print |