COVID19
კორონავირუსის 1 შემთხვევა ახალციხეში დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირებული კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა პიროვნებას ახალციხეში დაუდასტურდა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმიანისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, კოვიდინფიცირებული ერთ-ერთ კერძო კომპანიაში დაფიქსირებული შემთხვევების პირდაპირი კონტაქტია.

"ერთი შემთხვევა დაგვემატა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. ეს არის წინა სამი ინფიცირებულის პირდაპირი კონტაქტი. პიროვნება იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. გუშინ სიცხემ აუწია, სიმპტომები გამოუვლინდა, გაუკეთდა ანალიზი და დაუდასტურდა კორონავირუსი"
- განაცახდა გიორგი მიქელაძემ.

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალის კონტაქტებს, გიორგი მიქელაძის განმარტებით, აღებული ნიმუშებიდან ნაწილის პასუხი უარყოფითია, ხოლო ნაწილს ამ დრომდე ელოდებიან.

14 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 62 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან COVID19-ისგან კიდევ 11 ადამიანი განიკურნა და მათი საერთო რაოდენობა 20-ს შეადგენს.
| Print |