COVID19
სამცხე-ჯავახეთში COVID 19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა. ამის შესახებ "მეცხრე არხს" სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა განუცხადა. გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, დღეს, 14 ოქტომბერს რეგიონის 11 მაცხოვრებელი განიკურნა და ამ დროის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 20-ს შეადგენს.

სამცხე–ჯავახეთში პირველი ინფიცირებული 6 ოქტომბერს გამოჯანმრთელდა. იგი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლაში მცხოვრები მამაკაცია, რომელსაც კორონავირუსი 19 სექტემბერს დაუდასტურდა.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, 14 ოქტომბერს COVID 19 სამცხე-ჯავახეთში 1 პირს დაუდასტურდა. შესაბამისად, რეგიონში კორონავირუსის სულ 62 შემთხვევაა დაფიქსირებული.
| Print |