COVID19
ახალციხეში ინფიცირებული ექიმის მეზობლები თვითიზოლაციაში არიან
ახალციხეში მედპერსონალი დაინფიცირდა. ექიმსა და ექთანს კორონავირუსი გეგმიური ტესტირების დროს დაუდასტურდა. ექთანი ახალციხის კლინიკა „იმედის“ თანამშრომელია. ექიმი კი „იმედის“ გარდა, რეფერალურ ჰოსპიტალშიც მუშაობს. ევექსში ამბობენ, რომ ექიმი მათთან თვეში სამჯერ მორიგეობს. 12 ოქტომბერს კლინიკაში მისვლისას ტესტირება ჩაუტარდა, დადებითი პასუხის მიღების შემდეგ კი სამედიცინო დაწესებულება დატოვა. კლინიკური მენეჯერის თქმით, ანალიზები უკვე აუღეს პერსონალს, რომელთანაც ინფიცირებულს ერთი დღის განმავლობაში შეხება ჰქონდა.

ექიმის მეზობლები ამბობენ, რომ მათთან ჯანდაცვის სამსახურიდან ჯერ არავინ მისულა. ისინი საკუთარი გადაწყვეტილებით თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

| Print |