COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით 1-ლი პაციენტი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, პაციენტი ახალციხეში ინფიცირებული ექიმების კონტაქტია.

გიორგი მიქელაძის თქმით, ასაკიანი ქალი ახალციხის ერთ-ერთ კლინიკაში გულისა და ფილტვის უკმარისობით შეიყვანეს. იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი იყო. სამედიცინო დაწესებულებაში შესვლისას მას კორონავირუსი არ დადასტურებია. მედიკოსების დაინფიცირების შემდეგ, ქალს ვირუსზე კვლევა განმეორებით გუშინ, 14 ოქტომბერს ჩაუტარდა. იგი კოვიდდადებითი აღმოჩნდა. 85 წლის ქალი დღეს, 15 ოქტომბერს გარდაიცვალა. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ ბრიფინგზე, სამცხე-ჯავახეთში 3 კოვიდინფიცირების შესახებ განაცხადა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის გიორგი მიქელაძის განმარტებით, ბრიფინგის შემდეგ რეგიონს კიდევ ერთი კოვიდდადებითი შეემატა. შესაბამისად, სამცხე-ჯავახეთში, ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული 66 პირი ფიქსირდება.
| Print |