COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში COVID 19 ოთხ ადამიანს დაუდასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 2 - ახალციხეში, 1 ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში და 1 ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევშია დაფიქსირებული.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, გუშინ დადასტურებული შემთხვევეებიდან, ერთი პაციენტი - 85 წლის ქალი გარდაიცვალა. მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. გიორგი მიქელაძის ინფორმაციით იგი სავარაუდოდ ინფიცირებული ექიმების კონტაქტია. ქალი მკურნალობას ახალციხის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა. 

ადმინისტრაციის აპარატის უფროსის თქმით, რეგიონში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 20 ადამიანი. ამ დროისათვის კლინიკებში მკურნალობას 32 კოვიდინფიცირებული გადის, ხოლო დანარჩენი 14 - ოჯახებში დაკვირვების ქვეშ იმყოფება. 

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით თვითიზოლაციაში 165 პირი იმყოფება, ხოლო კარანტინში - 457.


| Print |