"ერთ დღეში ადამიანს კორონაც შეახვედრეს, თან დაიღუპა" - გარდაცვლილის ახლობლები
18:03 / 15.10.2020
ვალეში გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრებს არ სჯერათ, რომ მისი დიაგნოზი კორონავირუსია. მათი თქმით, 89 წლის ქალი ერთი თვის განმავლობაში საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა და ექიმები უკვე მის გაწერას გეგმავდნენ. ოჯახის წევრები ვერ ვარაუდობენ, როგორ შეიძლებოდა ქალს ვირუსი შეხვედროდა.
"თუ უნდათ სტატისტიკა აიწიონ, თავისიანზე აიწიონ. ერთ დღეში ადამიანს კორონაც შეახვედრეს, თან დაიღუპა, თან უნდათ, რომ დამარხონ. დღეს ან ხვალ უნდა გამოეწერათ. ერთი თვეა წევს საავადმყოფოში. ეხლა მოჰყავთ მიცვალებული და თავისთავად ღამე მოუწევს დაკრძალვა. მთელი სოფელი ფეხზე დგას, არ დავაკრძალინებთ ღამე. ჯერ სახლში მიყვანის უფლება არ გვაქვს, მაგაზე არაა საუბარი. რაც შეკერეს ხომ ვიცით, მათ მდგომარეობაშიც შევდივართ, მაგრამ ღამე ვინმე დაკრძალულა? ადამიანი იწვა რეანიმაციაში და კორონავირუსი საიდან დაუდგინდა?" - აცხადებს გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრი.
ახალციხეში დღეს, 15 ოქტომბერს კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატში განმარტავენ რომ 89 წლის ქალი, 14 ოქტომბერს COVID 19-ზე გამოიკვლიეს და ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. მათივე ინფორმაციით ინფიცირებული დღეს გარდაიცვალა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.