COVID19
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულებთა რაოდენობამ 39 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულებთა რაოდენობამ 39 მილიონს გადააჭარბა, - ამის შესახებ მონაცემებს Worldometers-ი აქვეყნებს.

მონაცემების თანახმად, დღემდე COVID 19-სგან 29 378 743 ადამიანი განიკურნა, 1 102 941 კი - გარდაიცვალა.

ყველაზე მეტი ინფიცირებული და დაღუპული შეერთებულ შტატებშია, სადაც კორონავირუსის 8 216 315 შემთხვევაა გამოვლენილი, მეორე ადგილზეა ინდოეთი 7 370 468 ინფიცირებულით, მესამეზე კი - ბრაზილია, სადაც COVID 19, საერთო ჯამში, 5 170 996 ადამიანს დაუდასტურდა.
| Print |