საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15 327-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 246 პაციენტი და საერთო რაოდენობა 7 613-ია.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 721 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 090-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 124 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.