COVID19
საქართველოში COVID 19-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. COVID 19-ით 11 პაციენტი გარდაიცვალა და ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე მათი რაოდენობა 124-მდე გაიზარდა. 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით თბილისში 5 პაციენტი გარდაიცვალა, ბათუმში - 3, იმერეთში - 2, გორში - ერთი.

დღეს, 16 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირების - 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულია 246 პაციენტი.
| Print |