COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე მეტი - 342 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, 277 კი თბილისში.

„აჭარაში - 342 ახალი შემთხვევაა, თბილისში - 277, იმერეთში - 198, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 22, გურიაში - 11, შიდა ქართლში - 12, ქვემო ქართლში - 3, მცხეთა-მთიანეთში - 10, კახეთში - 7, სამცხე-ჯავახეთში არის - 3, რაჭა- ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 2 ახალი შემთხვევა გვაქვს“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

16 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 69 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 20 - გამოჯანმრთელდა და ერთი გარდაცვალა.
| Print |