COVID19
COVID 19 ახალციხეში სამედიცინო პერსონალს დაუდასტურდა
სამცხე-ჯავახეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, სამივე შემთხვევა ახალციხეს უკავშირდება. ახალი კოვიდინფიცირებულები მედიკოსების კლასტერს წარმოადგენენ და თავადაც სამედიცინო პირები არიან.

„კონტაქტები ძირითადად ერთ წრეში მოძრაობდნენ, დამატებით შეიძლება ოჯახის წევრები ან ძალიან ახლო წრის პირები დაემატოს.გაგზავნილია 400 ნიმუში და დღის განმავლობაში ველოდებით“ - განმარტა გიორგი მიქელაძემ.

16 ოქტომბრის მდგომარეობით, რეგიონში 69 დაინფიცირებულია. გამოჯანმრთელებულთა რიცხვს სამი პირი დაემატა. ჯამში სამცხე-ჯავახეთს 23 განკურნებული ჰყავს. აქტიური ინფიცირებულია - 45. გარდაცვლილია ერთი პაციენტი.

თვითიზოლაციაშია 171 პირია. აქედან, ადიგენში - 13, ახალციხის მუნიციპალიტეტში - 86, ახალქალაქში - 31, ბორჯომში - 22, ნინოწმინდაში - 19 პირი.

კარანტინში 427 ადამიანია რეგიონიდან, აქედან 31 - ახალციხის საკარანტინე სივრცეში იმყოფება, ხოლო 396 - ბაკურიანის საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული.


| Print |