COVID19
ახალციხეში ბაგა-ბაღის ჯგუფი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს

 

ქალაქ ახალციხის #1 ბაგა-ბაღის 20-მდე აღსაზრდელი და პედაგოგები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ერთ ჯგუფში სწავლა დღეს, 16 ოქტომბერს შეჩერდა. მიზეზი აღსაზრდელის ინფიცირებულის მშობელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ბავშვის დედა სამედიცინო პერსონალია და ის ექიმების კლასტერს მიეკუთვნება.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს ელოდებიან

"დღეს დილით გავიგეთ, რომ მშობელს დაუდასტურდა და მაშინვე დავხურეთ ჯგუფი, სანამ ბავშვის ანალიზის პასუხი გახდება ცნობილი. ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს ველოდებით. საშიში არაფერია, მაგრამ თავის დაზღვევით მიზნით, ვამჯობინეთ დაგვეხურა და იზოლაციაში გაგვეშვა თანამშრომლებიც და ბავშვებიც. პრევენციის მიზნით, ჩვენც და მშობლებიც რომ წყნარად იყვნენ. საბოლოო პასუხებს გავიგებთ და ისე გავაგრძელებთ სააღმზრდელო პროცესს
", - გვითხრა მარინა მერაბიშვილმა.

16 ოქტომბრის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში 69 კოვიდინფიცირებულია.

 


| Print |