COVID19
საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 16 285-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 214 პაციენტი და საერთო რაოდენობა 7 827-ია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 900 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 388-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 128 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
| Print |