COVID19
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდებობა ისევ გაიზარდა. COVID 19-ით 4 პაციენტი გარდაიცვალა და ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე მათი რაოდენობა 128 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, 4 გარდაცვლილიდან 2 თბილისში მკურნალობდა, 2 კი ბათუმში.


„გარდაცვლილია 4 პაციენტი, 2- თბილისში, 2 კი ბათუმშია. სხვა მონაცემები არ ვიცი“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკულად მძიმე 70-ზე მეტი პაციენტია.

17 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების - 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულია 214 პაციენტი.
| Print |