COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე მეტი - 397 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, 226 კი აჭარაში.

"ისევ მოიმატა თბილისში. დღეისათვის გახლავთ თბილისში 397 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აჭარაში ცოტა შემცირდა და გახლავთ - 226 ახალი დადასტურებული შემთხვევა, იმერეთშიც მოიმატა და გახლავთ 232 ახალი შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში თითქმის სტაბილურია - იყო 22 და დღეს არის 27 შემთხვევა, ქვემო ქართლში გახლავთ - 20, შიდა ქართლში გახლავთ - 14, მცხეთა-მთიანეთში არის 15 ახალი შემთხვევა, კახეთში გახლავთ 13 ახალი შემთხვევა, სამცხე-ჯავახეთში არის - 8 და ყველაზე ცოტა - 6 შემთხვევა გურიაში"
- განაცხადა მარიან ენდელაძემ.

17 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 77 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 23 - გამოჯანმრთელდა და ერთი გარდაიცვალა.
| Print |