COVID19
"პირდაპირი მნიშვნელობით, ღმერთი გვიფარავს" – მეუფე ნიკოლოზი პანდემიაზე
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. COVID 19–ის შემთხვევების რაოდენობის მატებას ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი გამოეხმაურა. მეუფე ნიკოლოზის თქმით, მოსახლეობას მის ეპარქიაში რთულ პირობებში უწევს ცხოვრება, ამიტომ პანდემიის პერიოდი აქ მძიმე გადასატანია. მისივე თქმით, თუ ინფექცია უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, სამცხე–ჯავახეთის მაცხოვრებლებს პანდემიის გადატანა გაუჭირდებათ.

„მძიმე მხარეა, მძიმე რეგიონია, ეპიდემიის სახე რომ მიიღოს რეგიონმა, გაგვიჭირდება“ – აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბრის დილის მონაცემებით სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 5 ახალციხეში, 2 ასპინძაში და 1 – ადიგენში. 

ამ დროის მდგომარეობით, სამცხე–ჯავახეთში COVID 19–ის 77 შემთხვევაა დაფიქსირებული.

| Print |