COVID19
ვალის საბავშვო ბაღის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქალაქ ვალის N1 საბავშვო ბაღის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია "მეცხრე არხს" სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადინისტრაციის აპარატის უფროსმა დაუდასტურა, გიორგი მიქელაძის თქმით, COVID 19–ის დაფიქსირების გამო, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა.

ვალის N1 საბავშვო ბაღი, მეორეა ახალციხის მუნიციპალიტეტში, სადაც კორონავირუსის დაფიქსირების გამო სწავლა შეჩერდა. ამავე მიზეზით ახალციხის N1 საბავშვო ბაგა–ბაღის ერთი ჯგუფი აღმზრდელებთან ერთად თვითიზოლაციაში გადავიდა. აქ კორონავირუსი ერთ–ერთი აღსაზრდელის მშობელს დაუფიქსირდა.

შეგახსენეთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდა.

ჯაბა ნათენაძის ფოტო

| Print |