საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17 477-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 233 პაციენტი და საერთო რაოდენობა 8060-ია.
კარანტინის რეჟიმში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა და დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით საკარანტინე სივრცეებში 6 300 მოქალაქეა გადანაწილებული, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 388-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 136 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.