COVID19
8 გარდაცვლილი და 233 განკურნებული – COVID 19-ის დღიური მონაცემები საქართველოში
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდებობა ისევ გაიზარდა. COVID 19-ით 8 პაციენტი გარდაიცვალა და ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე მათი რაოდენობა 136 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ბოლო დღე ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან 233 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 8 060 გახდა.

18 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების - 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
| Print |