COVID19
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის ყველზე მაღალი დღიური მაჩვენებლი დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე მეტი - 471 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, 343 კი აჭარაში.

"ლიდერობს ამჟამად უკვე თბილისი, ახალი დადასტურებული გახლავთ 471, აჭარაშიც მოიმატა – 343–ია ახალი დადასტურებული შეთხვევა, იმერეთში – 211 გახლავთ, სამეგრელო–ზემო სვანეთში არის – 45, შიდა ქართლში გახლავთ – 37, ქვემო ქართლში არის 39 ახალი შემთხვევა, გურიაში – 18, სამცხე–ჯავახეთში – 14, მცხეთა–მთიანეთში – 13 და კახეთში 11 ახალი შემთხვევა" – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

18 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 91 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 23 - გამოჯანმრთელდა და ერთი გარდაიცვალა.
| Print |