COVID19
რომელ მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შემთხვევები?
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, დაფიქსირებული შემთხვევიდან 9 - ახალციხეში, 3 - ახალქალაქში და 4 – ნინოწმინდაში გამოვლინდა. გიორგი მიქელაძის განმარტებით, 5 ინფიცირებული ახალციხის სამედიცინო კლასტერის პირდაპირი კონტაქტია, 3 გეგმიურად არის გატესტილი, ხოლო 1 მათგანის გამოკვლევა გამოვლენილი სიმპტომების საფუძველზე მოხდა. ამ ეტაპზე ორი  კოვიდინფიცირებულის წყარო უცნობია და მიმდინარეობს მოკვლევა.

რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა და მათი რიცხვი 289-ს შეადგენს. აქედან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში - 40 პირი, ადიგენის მუნიციპალიტეტში - 16, ახალციხის მუნიციპალიტეტში - 144, ბორჯომის მუნიციპალიტეტში - 10, ასპინძის მუნიციპალიტეტში - 35 და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში - 41 პირი.

კარანტინში სულ 516 პირი იმყოფება, აქედან ახალციხეში 30, ბაკურიანში 486.

18 ოქტომბრის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში 93 კოვიდინფიცირების ფაქტი დადასტურდა, მანთან 30 ვირუსისგან განიკურნა, ხოლო 1 გარდაიცვალა.


| Print |