COVID19
ახალციხის საჯარო სკოლაში პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
ახალციხის N4 საჯარო სკოლაში, რომელიც საბარგო სადგურის დასახლებაში მდებარეობს, ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ადასტურებს. გიორგი მიქელაძის თქით, სასწავლო დაწესებულებაში ამ ეტაპზე რეკომენდაციებს ელოდებიან, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტენ გადავა თუ არა სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე.

სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ ახალციხის N3 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს. ცნობილია ანალიზების პასუხების მხოლოდ ნაწილი, მათგან ყველა პასუხი უარყოფითია.   

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ახალციხეში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

| Print |